Sunday, October 12, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო  დღე  გეგმის საბოლოო ვარიანტის დახვეწით დავიწყე. გადავხედე ყველა ნამუშევარს, შევამოწმე, შევიტანე საბოლოო შესწორებები, რომ ასატვირთად მზად მქონოდა. დარჩნილი მქონდა ბოლო აქტივობა,ეს იყო მასწავლებლის თემატური პორტფოლიოს პრეზენტაცია, რომელიც ტრენერის რეკომენდაციების შემდეგ ადვილად გავაკეთე. დასრულებული მასალები ავტვირთე ბლოგზე.მიმაჩნია, რომ  აღნიშნული ტრენინგი იყო ძალიან სასარგებლო, შრომატევადი და ყველა მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად დაეხმარება თითოეულ ჩვენგანს საწავლო პროცესის უკეთ და საინტერესოდ წარმართვისათვის.სამომავლოდ დაგეგმილი ნებისმიერი სასწავლო პროექტი ბევრად უფრო სრულყოფილი გამომივა,რადგან აქ მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება გამომადგება.


დიდი მადლობა ტრენერს ბატონ გიორგი ხომასურიძეს საინტერესო და მრავლისმომცემი ტრენინგისათვის

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის გეგმის სანახავად დააწკაპეთ აქ 

Friday, October 10, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს თავიდან გადავხედეთ შესრულებულ აქტივობებს და კიდევ უფრო დავხვეწეთ. ამ ხნის განმავლობაში საკმაო ცოდნა დაგვიგროვდა, რომელსაც პრაქტიკული მიზნებისთვის გამოვიყენებთ. შევქმენით მოსწავლის სამუშაო შაბლონი, შევამოწმე ყველა ფაილი. მიხარია, რომ დავძლიე გარკვეული პრობლემები.

Saturday, October 4, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

სწავლების პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს.დღეს შეფასების სქემებსა და რუბრიკებს გავეცანით.მას შემდეგ რაც თითოეული მათგანი განვიხილეთ შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი სქემები.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი სულ უფრო და უფრო მეხმარება და ნათელს ხდის პროექტზე მუშაობის პროცესს.ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე და მათ თანმიმდევრობებზე.დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.